შრომის უფლება

შრომის უფლება
თავისთავად შრომის უფლება მოიცავს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა უფლებასა და მოვალეობას. სინამდვილეში იგი არ არის ადამიანის ცალკე მდგომი უფლება, ეს „უფრო რთული ნორმატიული ერთობაა... ისეთ დებულებათა ნაკრებია, რომლებიც თანაბრად ითვალისწინებს როგორც ტრადიციულ თავისუფლებებს, ისე უფლებებისადმი თანამედროვე მიდგომებსა და ვალდებულებებზე ორიენტირებულ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს მკაცრად განსახორციელებელ სამართლებრივ მოვალეობებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს (კ. დრჟევიცკი, გვ. 173). შრომის უფლებასთან დაკავშირებულმა დებულებამ სერზიოული დებატები გამოიწვია საყოველთაო დეკლარაციის მომზადების პროცესში. სიტყვა „შრომა“ განიხილება სამსახურის გაწევად სხვა ადამიანისთვის და ამ ადამიანის ხელმძღვანელობით და ამ სამსახურისთვის ანაზღაურების მიღებად. არ არსებობს თვითდასაქმების, როგორც ასეთის, უფლება, თუმცა ეს უფლება შეიძლება ნათლად გამომდინარეობდეს შრომის უფლებიდან და, შესაძლოა, სავალდებულო შრომისგან თავისუფლების ნაირსახეობაც იყოს. ევროპაში მსოფლიო ომებს შორის პერიოდში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით შრომის უფლება მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული არა მარტო ეკონომიკური მიზეზების, არამედ სამოქალაქო მშვიდობისა და დემოკრატიის გამოც. საყოველთაო დეკლარაციის შემოქმედებს აფიქრებდათ ის როლი, რომელსაც უმუშევრობის მაღალი დონე გერმანიაში ნაციზმის რეჟიმის აღზევებაში და, ცხადია, სხვა სამოქალაქო არეულობათა წარმოქმნაში თამაშობდა.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "შრომის უფლება" в других словарях:

  • სამოქალაქო საზოგადოება — • კანტისათვის ის სფეროა, სადაც ადამიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში თავის თავს რეალიზაციას უკეთებს. სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კონსტრუქცია (სტრუქტურა) აგებულია შემდეგ პრინციპებზე: ა) საზოგადოების ყოველი წევრის, როგორც ადამიანის… …   Georgian encyclopedia

  • ევროპის სოციალური ქარტია — • მიღებულ იქნა 1961 წ. ევროპის საბჭოს მიერ და მას დაემატა სამი ოქმი 1988, 1991 და 1995 წწ. ქარტია და მისი 1988 წ. ოქმი უზრუნველყოფს უფლებების მთელ სპექტრს, რომელიც შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად: ▪ სამუშაო პირობები, რომელიც მოიცავს ძალდატანებითი… …   Georgian encyclopedia

  • ფემინიზმი — • სიტყვა „ფემინიზმი”: ლათ. Femina ქალს ნიშნავს. ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით დაერქვა ფემინიზმი. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო” ეს… …   Georgian encyclopedia

  • პირადი თავდებობა — პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც… …   Georgian encyclopedia

  • ქმედუნარიანობა — • პირის უნარი თვისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ყიდვა გაყიდვა და ა. შ.) Source: გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ… …   Georgian encyclopedia

  • ქორწინება — • ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას. ეს კონსტიტუციური პრინციპი აღიარებს ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითად უჯრედს, რომლის სიმტკიცეზე დამოკიდებულია არა მარტო ოჯახის წევრთა კეთილდღეობა, არამედ საზოგადოების წარმატებული… …   Georgian encyclopedia

  • პირადი ანუ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები — (სიცოცხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, წამებისაგან თავისუფლება, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, განათლების, ჯანმრთელობის, შრომის, მოქალაქეობის უფლება და სხვ.). Source: თავისუფლება… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»